Saturday, May 31, 2014
მეშვიდე დღე
დღევანდელი დღე დავიწყეთ წინა ტრენინგის გახსენებით.ბლოგზე ავტვირთეთ მოსწავლის ნიმუში, რომელსაც გავუკეთეთ უკუკავშირი. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე და შევავსეთ პროექტის გეგმა. გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას. დავათვალიერეთ სკაფოლდინგის ფორმები. შევავსეთ მოსწავლეთა დახმარებისათვის ერთერთი და შევინახეთ სასწავლო პროექტის დამხმარეში. ვისწავლეთ ბლოგზე ფეიჯების ჩასმა. საშინაო დავალებად გვაქვს მე-6 მოდული წასაკითხად.
Friday, May 30, 2014
Monday, May 26, 2014
მეექვსე დღე
ტრენინგი დავიწყეთ წინა მოდულების გამეორებით. განვიხილეთ მე-4 მოდული.გავეცანით მზა მოსწავლის ნიმუშებს. ვისწავლეთ შეფასების რუბრიკების შექმნა და თითოეულ კრიტერიუმებზე წონის მინიჭება.pover point-ში შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნიმუში და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში.
Monday, May 12, 2014
მეხუთე დღე
ვისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციის გამოქვეყნება,ასევე სურათების ატვირთვა ბლოგზე. ინფორმაციული ობიექტების დამატება. ytub-იდან ვიდეოების გადმოწერა ბლოგზე. გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის შესახებ ინფორმაციას და როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი საავტორო უფლება.დავიწყეთ მოსწავლის პროექტის გეგმაში სასწავლო პროცედურების გეგმის შევსება.
Sunday, May 11, 2014
მეოთხე დღე
ტრენინგი დავიწყეთ წინა შეხვედრის გახსენებით. შემდეგ განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები.,ვისწავლეთპროექტის შეფასების 5 მიზანი 4 განმავითარებელი და 1 შემაჯამებელი შეფასებების მიზნები.გავაკეთეთ მოსწავლის შეფასების ნიმუში, შეფასების დროის ჩარჩო, შეფასების შჯამება.გავაკეთეთ მოსწავლეთა საჭიროებების შეფასების გეგმა. pover point-ში გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაციის ნიმუში.
Saturday, May 3, 2014
მესამე დღე
ტრენინგის დაწყებისას წარმოვადგინეთ მშობლებისათვის დამზადებული ბუკლეტები. სასწავლო პროექტის გეგმაში შევავსეთ თემის საფუძვლების გრაფა ჩავწერეთ შინაარსობლივი სტანდარტები და ინდიკატორები. განვსაზღვრეთ პროექტის სასწავლო მიზნები. შევასრულეთ წყვილებში სამუშაო. ჩავწერეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები-ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი კითხვები. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ლექსიკას. ბლუმის განახლებულ ტაქსონომიას. ვისწავლეთ ბლოგზე ფონის შეცვლა და სურათების ჩატვირთვა. ბოლოს გავაკეთეთ რეფლექსია
Subscribe to:
Posts (Atom)