Sunday, June 1, 2014

ჩემი პორტფოლიო

იხილეთ ჩემი პროექტის  " შაჰ აბას I და საქართველო"-ს პორტფოლიო.

მერვე დღე

დავასრულეთ პროექტის გეგმის შაბლონი.drav-ში შევქმენით საქაღალდე, ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. შევქმენით ფასილიტაცია და შევინახეთ საქაღალდეში. ვისწავლეთ სკრიპტების დამატება.
  ბოლოს ჩვენი ნამუშევარი ავტვირთეთ drav-ში და გამოვაქვეყნეთ blogg-ზე.
ტრენინგი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. ვეცდები ნასწავლი მასალა გამოვიყენო სასწავლო პროცესში.
 დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ნინო მარგიშვილს საინტერესო ტრენინგების ჩატარებისთვის.

Saturday, May 31, 2014

მეშვიდე დღე

დღევანდელი დღე დავიწყეთ წინა ტრენინგის გახსენებით.ბლოგზე ავტვირთეთ მოსწავლის ნიმუში, რომელსაც გავუკეთეთ უკუკავშირი. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე და შევავსეთ პროექტის გეგმა. გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას. დავათვალიერეთ სკაფოლდინგის ფორმები. შევავსეთ მოსწავლეთა დახმარებისათვის ერთერთი და შევინახეთ სასწავლო პროექტის დამხმარეში. ვისწავლეთ ბლოგზე ფეიჯების ჩასმა. საშინაო დავალებად გვაქვს მე-6 მოდული წასაკითხად.

Monday, May 26, 2014

მეექვსე დღე

ტრენინგი დავიწყეთ წინა მოდულების გამეორებით. განვიხილეთ მე-4 მოდული.გავეცანით მზა მოსწავლის ნიმუშებს. ვისწავლეთ შეფასების რუბრიკების შექმნა და თითოეულ კრიტერიუმებზე წონის მინიჭება.pover point-ში შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნიმუში და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში.

Monday, May 12, 2014

მეხუთე დღე

ვისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციის  გამოქვეყნება,ასევე სურათების ატვირთვა ბლოგზე. ინფორმაციული ობიექტების დამატება. ytub-იდან ვიდეოების გადმოწერა ბლოგზე. გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის შესახებ ინფორმაციას და როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი საავტორო უფლება.დავიწყეთ მოსწავლის პროექტის გეგმაში სასწავლო პროცედურების გეგმის შევსება.